მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სანდოა თუ არა კოვიდ-ტესტები, რომლებსაც „გრიპის ვაქცინის“ თაღლითობაში მონაწილე კლინიკებში აკეთებდნენ

სანდოა თუ არა კოვიდ-ტესტები, რომლებსაც „გრიპის ვაქცინის“ თაღლითობაში მონაწილე კლინიკებში აკეთებდნენ

ლაბორატორიებში, რომლებიც გოგელიას კლინიკასთან ერთად გიორგი ჩენდლერის სახელს უკავშირდება, პისიარ-ტესტებსაც აკეთებდნენ. ამასთან, ტესტირებაზე მისულ მომხმარებლებს დაწესებულების პერსონალი ნაცხს უღებდა და შესაბამისი უფლაბამოსილების ლაბორატორიებში შემდგომი ტესტირებისთვის აგზავნიდა.

ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ განაცხადა. ამით კაპანაძემ უპასუხა შეკითხვას, გრიპის ვაქცინაციის მსგავსად, კოვიდ-ტესტების შემთხვევაშიც ხო არ ჰქონდა ადგილი თაღლითობას.

საუბარია დაწესებულებებზე: “დოიჩ ლაბი”, „გოგელიას კლინიკა“, „ელიტმედი“ და „ჩენდლერის კლინიკა“.

კაპანაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, დაზუსტდა თუ არა, კონკრეტულად რა სითხით  გაუკეთეს ინექცია 30-მდე ადამიანს და ერთჯერადად იქნა თუ არა გამოყენებული შპრიცები. სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი მოქალაქეები გამოთქვამენ ეჭვს, რომ, შესაძლოა, ერთი და იგივე ერთჯერადი შპრიცები რამდენიმე ადამიანის ასაცრელად გამოიყენეს.

ზაალ კაპანაძე ამბობს, რომ სითხისა და შპრიცების საკითხზე საბოლოო პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს.

კაპანაძე ასევე აცხადებს, რომ რეგულირების სააგენტო ყველა დაწესებულებაში მისვლას და და ყველა პერსონალის გაკონტროლებას ვერ შეძლებს, ამიტომ მოსახლეობამ თავადაც უნდა გამოიჩინოს ყურადღება, იყოს მეტად ფრთხილი, როგორც ეს გოგელიას კლინიკის შემთხვევაში მოხდა

შეგახსენებთ: გუშინ „გოგელიას კლინიკაში“ გრიპის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად მისულმა მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ინექცია სხვა პრეპარატით გაუკეთეს, და რეაგირებისთვის სამართალდამცველებს მიმართეს. გიორგი ჩენდლერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …