ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შარშან შესაბამის პერიოდში 446 ახალი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9051 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6766 – მამაკაცია და 2285 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა. 1882 გარდაიცვალა.
20 ოქტომბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5673 პაციენტი, მათ შორის 42 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
35.2 % (3185) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.1 % (4533) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.5 % (1129) -მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (113) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (50) -გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, სამეგრელოსა და იმერეთში.