გოგელიას კლინიკას თაღლითობაში ადანაშაულებენ. აღნიშნულმა კლინიკამ რამდენიმე დღის წინ გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინით აცრების დაწყების შესახებ განაცხადა. პირობების მიხედვით, მომხმარებელმა აცრაზე ჯავშანი წინასწარ უნდა გააკეთოს და მისი ღირებულება 75 ლარია.
დღეს კი მომხმარებლების ნაწილმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლინიკაში გრიპის ვაქცინები არ ქვთ და საქმე თაღლითობასთან გვაქვს.
“მეგობრებო , ამ კლინიკაში არც გაბედოთ მისვლა ისედაც შეუჩერებენ საქმიანობას, ვაქსიგრიპზე (სეზონურ გრიპის ვაქცინით) აცრაზე ჩავწერე შვილი და დედა , დიდი ისტორიაა როგორ მაგრამ მივაკვლიეთ, რომ ვაქცინის მაგივრად ბავშვს და დედას გაუკეთეს ც ვიტამინი.
ავიღე ეჭვი, რადგან საბუთი და ყუთი არ მანახეს და როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე, უცებ აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი. ჩავვარდი შოკში და ავტეხე ამბავი, მივყევი ბოლომდე , ჩავრთე მთელი თბილისი , ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს, რომ აცრეს ც ვიტამინით. ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს. ერთ ვაქცინაში 75 ლარი გადავიხადეთ, პატრული გვყავს გამოძახებული. აცრა გააკეთა თაღლითმა და ვითომ იმუნოლოგმა ვინმე გიორგი ჩანდლერმა, რომელმაც ჩემი ქმრის დაჟინებული მოთხოვნით აღიარა დანაშაული და გაიქცა უკანა კარიდან , ხალხი აცრა ც ვიტამინით.”- წერს ერთერთი მომხმარებველი ფეისბუქში.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ საკითხს შეისწავლიან.