კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რეკომენდაციებით მიმართავენ საკოორდინაციო საბჭოს, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.
„დღეს ოთხშაბათია, შესაბამისად, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში. ჩვენ კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია და ამას როგორც ყოველთვის, წერილობითი ფორმით მივაწვდით საბჭოს განხილვისთვის“,-აღნიშნავს ტიკარაძე.