ინფორმაციისთვის: 2015 წლის აპრილში, საერთაშორისო პარტნიორობის დახმარებით, საქართველოში ც ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამა ამოქმედდა. მის მიზანს ახალი შემტხვევების 90 %-ით შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ითვალისიწინებს დააავდების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და პრევენციას, რომელიც სახლემწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება. ბოლო 5 წლის განმვალობაში გამოიკვლიეს ორ მილიონ ნახევარზე მეტი მოქალაქე, აქედან ინფექცია დაახლოებით 115 000 ადამიანს დაუდგინდა, განკურნებულია 60 ათასზე მეტი ადამიანი.
პროგრამაში ჩართული პაციენტები უფასოდ იღებენ ახალი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს: „ეპკლუსას” და „ჰარვონის”. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები ასევე უფასოდ იღებენ დამხმარე მედიკამენტს: „რიბავირინს”.