მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » კორონავირუსით ინფიცირების გამო დედაქალაქში 46 ბაღი დაიხურა, ქვეყნის მასშტაბით 43 სკოლა ონლაინ-სწავლებაზეა გადასული

კორონავირუსით ინფიცირების გამო დედაქალაქში 46 ბაღი დაიხურა, ქვეყნის მასშტაბით 43 სკოლა ონლაინ-სწავლებაზეა გადასული

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე უკვე აისახა.

კორონაინფექციის შემთხვევებმა მოიმატა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, თუმცა სტატისტიკა აქ მაინც დაბალი, ვირუსის გავრცელება კი კონტროლირებადი რჩება.

ბოლო მონაცემებით, 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს (წინა კვირაში ეს მონაცემი 0,1% იყო) და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა (წინა კვირაში იყო 0,03%).

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174  ცალკეული კლასი იმყოფება.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სხვადასხვა რეგიონში, წერტილოვანი რეგულაციების პრინციპით, კოვიდ 19-ის დადასტურების შემთხვევაში, ბაღები ორი კვირით იხურება. დედაქალაქის მასშტაბით ამ ეტაპზე აღნიშნული მიზეზით 46 ბაღია დაკეტილი. ამასთან, როგორც ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, პერსონალსა და ბავშვებს შორის შიდა გადადების პრეცედენტი არ ფიქსირდება, რაც პერიოდული ტესტირების შედეგია.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …