მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

გუშინდელთან შედარებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა და 687 შეადგინა. გუშინ ეს მონაცემი 897-ს აღწევდა. გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი, გარდაიცვალა 8.ბოლო 24 საათში 27713 ტესტი ჩატარდა, შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელი 2,48%-ია, ბოლო 14 დღის პერიოდში ეს მონაცემი 1,98%-ს აღწევს, 7 დღის მონაკვეთში კი 2,42%-ია.

ახალი შემთხვევების კლებაა თბილისში, სადაც ინფიცირების 351 ფაქტი დაფიქსირდა, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთში (84 ახალი შემთხვევა), იგივე ტენდენციაა იმერეთში – 68 ახალი ფაქტი. კლებაა აჭარაშიც (61 შემთხვევა), ქვემო ქართლში (22), თუმცა ზრდაა შიდა ქართლში, სადაც გუშინდელი 32 შემთხვევის შემდეგ დღეს 41 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა. ზრდაა სამცხე-ჯავახეთშიც, სადაც 4 ინფიცირებული გამოვლინდა, გუშინ კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1 იყო.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 6 232-ია.

ამასთან, 1984-მდე გაიზარდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …