საკორდინაციო საბჭოს ფორმატში ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებებზე მსჯელობენ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ახალციხეში აცრის შემდეგ მედდის გარდაცვალების შემთხვევამ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, ეს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მანამდე კი გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაცია სავალდებული არ იქნება, თუმცა გამოყენებული იქნება არაპირდაპირი მეთოდები, რომელიც აიძულებს ადამიანს, აიცრას.
„დიდი ალბათობით, რადგან კოვიდის ვაქცინა ახალია, სავალდებულო კანონმდებლობით არ გახდება, მაგრამ არის არაპირდაპირი მეთოდები, რაც აიძულებს ადამიანს აიცრას. მაგალითად, ახლა ბევრმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ არ გაყიდიან ბილეთებს, თუ ადამიანი ორჯერ არ არის აცრილი. ამას ე.წ არაპირდაპირი მანდატორიზმი ვუწოდე. გარკვეული მონახაზი გვაქვს იგივე წამახალისებელი ღონისძიებების. მაგალითად, დაწესდეს უსაფრთხო კლინიკების სერთიფიკატი, რომ ყველა სამედიცინო პერსონალი იქნას აცრილი, რათა იქ მისული პაციენტი იყოს დაცული. იგივე სამანსპინძლო დაწესებულებები, სასტუმროები, იქ სადაც ყველა აცრილია, თავისუფლად გაჩერდება სტუმარი. დამუშავდა ეს საკითხები და ალბათ მომავალი 2 დღის განმავლობაში გაჟღერდება. ვფიქრობთ, კიდევ დამატებითი წამახალისებელი მანდატორიზმი იყოს“-განაცხადა გამყრელიძემ.