მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე ცენტრი 2024 წელს გაიხსნება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე ცენტრი 2024 წელს გაიხსნება

ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის დაპროექტება აქტიურ ფაზაშია. ინფორმაცია jandacva.ge-ს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს.

მათი ცნობით, პროექტს საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო „IDOM” (ესპანეთი) და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების წამყვანი კომპანია  IBA (ბელგია) განახორციელებენ.

ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის დაგეგმილი და პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს.

პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ 40 მილიონი ევროს გრანტით აფინანსებს.

ხელშეკრულება მოიცავს კლინიკურ დანადგარ Proteus®ONE-ს და დამატებით ციკლოტრონის დამზადებას, რომელიც სამეცნიერო კვლევებს მოხმარდება.

ამ მეთოდის  მთავარი მიღწევა ის არის, რომ ის არ აზიანებს პაციენტის ჯანმრთელ ორგანოებს და გაცილებითი ზუსტია, ვიდრე ქიმიოთერაპია. სწორედ ამისთვისაა საჭირო ციკლოტრონიც, რომლის აწყობაც უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მსოფლიოში სიმსივნეს პროტონებით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობენ პროტონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე დამონტაჟდება. ცენტრის გახსნა 2024 წლისთვისაა დაგეგმილი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. უნივერსიტეტის მიზანია, ეტაპობრივად გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი რეგიონში.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …