მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს
"ახალგაზრდა ადვოკატები" - ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს.ჯანდაცვის სისტემა, ძალიან მცირე დროში შეუდარებლად განვითარდა

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს

“ახალგაზრდა ადვოკატების” შეფასებით, მოცემულ ეტაპზე, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, ძალიან მცირე დროში, სახელმწიფო ნების და სწორი პოლიტიკის შედეგად, შეუდარებელ განვითარებას მიაღწია.

“საყოველთაო ჯანდაცვის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები, რომლებიც დღეს საქართველოში ხორციელდება, მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ორ პროგრამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადა.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას მივესალმებით და მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ჯანდაცვის სისტემის გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის.

ქვეყანაში, სადაც ორგანიზებულია პირველადი ჯანდაცვა, თვალშისაცემი ხდება სიკვდილიანობის შემცირება, იზრდება სხვადასხვა მწვავე დაავადებების პრევენციის დონე, იზრდება მოსახლეობის საშუალო ასაკი. პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რგოლს ყურადღება არ ექცეოდა.

მთავარი აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისას, ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა სწორედ ქირურგიულდა სხვა სახის მაღალტექნოლოგიურ ჩარევებზე დაიხარჯა.

ბუნებრივია, ასეთი ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს. სწორედ ამ კონტეექსტშია აღსანიშნი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტიანი მუშაობის აუცილებლობა, რამაც დინამიკაში უნდა გამოიწვიოს სისტემაში ხარჯთეფექტურობის მიღწევა.

პირველადი რგოლი ჯანდაცვის სისტემაში ასრულებს მეკარიბჭისა და მეთვალყურის როლს ერთდროულად. სწორედ ამ რგოლში ხდება დაავადების პრევენცია, მისი საწყის ეტაპზევე აღმოჩენა, რაც, შემდგომში, მის მკურნალობას, ან დაავადების სრულიად თავიდან აცილებას ნიშნავს.

ეს არის კარგი პაციენტისთვის, რომელიც არის ჯანმრთელი და სტაციონარი ნაკლებად სჭირდება და ეს არის კარგი სახელმწიფოსთვის, რომლისთვისაც პაციენტის ჯანმრთელობა ნაკლები ხარჯია, თუმცა, პირველადი ჯანდაცვის რგოლი ვერ იმოქმედებს წარმატებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარეშე”, – ნათქვამია.”ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს სისტემურად, ჯაჭვურად, რათა შედეგი, როგორც მოქალაქისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, უკეთესი იყოს.

“ახალგაზრდა ადვოკატები”, ასევე აღვნიშნავთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობას. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით კი ამ ინფექციით დაავადებული ადამიანებისათვის, რომელთაც, პრაქტიკულად, უფასოდ უტარდებათ მკურნალობა, რომელიც სხვა შემთხვევაში, კოლოსალური თანხები ჯდებოდა.

ადამიანს აქვს სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია, მისი ეს უფლება დაიცვას, სხვა დანარჩენ უფლებებთან ერთად. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებები, როგორც სისტემური მოვლენა, მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს”, – აცხადებენ “ახალგაზრდა ადვოკატები”.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …