მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პაციენტს, ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან გაუადვილდა შესაბამისი მომსახურების მიღება
პაციენტს, ფინანსური კუთხით, ძალიან გაუადვილდა შესაბამისი მომსახურების მიღება.„კარაბადინში", პროგრამის დაწყების შემდგომ, გაიზარდა გეგმიური ოპერაციების რიცხვი

პაციენტს, ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან გაუადვილდა შესაბამისი მომსახურების მიღება

“პაციენტს, ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან გაუადვილდა შესაბამისი მომსახურების მიღება”.ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის გამოცხადების ფაქტი და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიმდინარეობა შეაჯამა და საკუთარი აზრი გამოთქვა სისხლძარღვთა გადაუდებელი მიკროქირურგიის ანგიომიკროქირურგმა ზურაბ გუგულაშვილმა.

ქირურგის თქმით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა რომ წარმატებით განვითარდეს, ამისათვის საჭიროა, შესწავლილ იქნას ის, რაც არსებობს სადღეისოდ და პარალელურად, სისტემის ამ კომპონენტმა უნდა დაიწყოს დახვეწა და განვითარება იმ კუთხით, რაც წაადგება როგორც პაციენტებს, ასევე ექიმს.

„ჩემი აზრით პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ის არის, რომ პოლიკლინიკებს მიმართოს უფრო მეტმა ადამიანმა. პოლიკლინიკური სექტორი არის ერთ-ერთი ძირითადი რგოლი, სადაც ადამიანი უნდა მივიდეს პროფილაქტიკის, პრევენციის მიზნით.

პროგრამა რომ წარმატებით განვითარდეს, ამისათვის საჭიროა, გაჰყვეს იმ მიმართულებას და დაიწყოს განვითარება იმ კუთხით, რომელიც წაადგება როგორც პაციენტებს, ასევე ექიმს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მარტო სტაციონარები მოსახლეობის დიდ რაოდენობას ვერ მოემსახურება. რეალურად, სტაციონარს სულ სხვა ფუნქცია-მოვალეობები აკისრია და დღეს სხვა ფუნქციას ითავსებს. აქედან გამომდინარე, პოლიკლინიკის როლი ამ საკითხში მაღალი უნდა იყოს.

ალბათ რეფორმის მთავარი მიზანიც სწორედ იმას ემსახურება, რომ სტაციონარები და პოლიკლინიკები გამიჯნოს ერთმანეთისგან და ორივემ სწორად შეასრულოს ის ფუნქცია, რაც რეალურად აკისრია”, – აცხადებს მედიცინის მუშაკი.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ქირურგი მას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ რაც კარგია პაციენტისთვის, ის კარგია ექიმისთვისაც.

„პაციენტს, ფინანსური კუთხით, ძალიან გაუადვილდა შესაბამისი მომსახურების მიღება. პირადად ჩვენს კლინიკაში, სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კლინიკა „კარაბადინში”, პროგრამის დაწყების შემდგომ, გაიზარდა გეგმიური ოპერაციების რიცხვი. ექიმების მხრიდანაც ნამდვილად დადებითადაა შეფასებული ეს პროგრამა”, – მიაჩნია  ზურაბ გუგულაშვილს.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ ნებისმიერი რეფორმა თუ იდეა კარგად განხორციელდეს, საჭიროა ფინანსები და ამ ფინანსების სწორად გადანაწილება.

შეგახსნებთ, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყების შესახებ მინისტრმა სერგეენკომ საჯაროდ განაცხადა. ცნობილია ისიც, რომ ამ რეფორმის განხორციელებაში სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი” დაეხმარება.

reportiori.ge

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …