მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა
პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა

ირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის მოსამზადებელი ეტაპი ოფიაციალურად გამოცხადდა.

სამუშაო შეხვედრის სახით ახლახან გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, მისი კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსის”, პირველადი ჯანდაცვის რგოლის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრნებოდნენ. „გლობალ ალიანსი”, ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რეფორმაშიც დაეხმარება.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა ოჯახის ექიმი ქვემო ქართლიდან ნინო ჭყოიძე, რომელიც მიესალმება რეფორმას და მის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„მისასალმებელია, რომ პირველადი ჯანდაცვა სამინისტროს პოლიტიკის პრიორიტეტი ხდება, რადგან სწორედ მასზე დგას ჯანდაცვის სამივე რგოლი. პირველი რგოლის სიძლიერე, როგორც საძირკველი, სამივეს ძლიერებას განსაზღვრავს.

სამწუხაროდ, სათანადო დონეზე არ არის ჩვენთან განვითარებული პირველადი ჯანდაცვის რგოლი და კარგია, რომ ამაზე ზრუნვა დაიწყო. კონფერენციაზე წარმოადგინეს გარკვეული მოდელებიც. სასიამოვნოა, რომ სოფლის ექიმებიც მოგვიწვიეს განხილვაზე.

ზოგადად, რაც არ უნდა უნივერსალური იყოს მოდელი, ძნელია, თანაბრად კარგად მოერგოს სოფელსაც და ქალაქსაც. ამიტომ, ჩვენი ჩართულობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. მაქსიმალურად ჩავერთვებით და შევეცდებით, რომ მედპერსონალის ინტერესებიც მაღალ დონეზე იქნას გათვალისწინებული რეფორმის მიმდინარეობისას.

მე კარგად მახსოვს, როგორც კი დავით სერგეენკო მინისტრი გახდა, შეგვკრიბა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები და პირველი პირიდან მოისმინა ჩვენი პრობლემების შესახებ”, ამბობს ნინო ჭყოიძე.

იგი მის რეგიონში არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ყველა ექიმმა რომ საკუთარი უბნის პრობლემაზე დაიწყოს საუბარი, ეს შორს წაგვიყვანს. თუმცა ჩვენს რეგიონში უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ  სადაც ჩვენ ვმუშაობთ, იმ შენობების სტატუსი არ არის განსაზღვრული. გაურკვეველია, ვის ბალანსზეა ეს შენობები. ვართ იქ, თუმცა არ ვიცით, დავრჩებით ხვალაც თუ არა.

ვგულისხმობ, რომ შენობები ჯანდაცვის დაწესებულების საკუთრებაში არ არის და ეს ძალიან ართულებს ვითარებას. ეს პრობლემები მუნიციპალიტეტებს მიანდეს, თუმცა მათ არ აქვთ გააზრებული პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა.

ზოგიერთ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებულია, თუმცა ეს უკვე შემდგომი ეტაპია. მთავარია, რომ შენობების სტატუსი განისაზღვროს. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ სამინისტრო გაითვალისწინებს და მედიკამენტოზური მკურნალობის გარკვეულ პროცენტს დაუფარავს პაციენტს. ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება პაციენტთათვის”, – აღნიშნავს ნინო ჭყოიძე.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …