ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების დაზოგვის ერთ-ერთი გზა პირველადი ჯანდაცვის რგოლის და შესაბამისად, პრევენციული მედიცინის განვითარებაა.
პრევენციული მედიცინა ზოგავს ხარჯებს და რაც მთავარია, საწყის ეტაპზე პაციენტის განკურნების შანსი ბევრად დიდია.
კარდიოლოგი თამუნა ტიღაშვილი პრევენციული მედიცინისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე გვესაუბრა:
„პირველადი ჯანდაცვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში და პრევენციული მედიცინის თვალსაზრისითაც. როდესაც პაციენტი სისტემატურად მიდის ოჯახის ექიმთან და აქვს მასთან კონსულტაცია, მისი დაავადება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დროულად გამოვლინდება და აღარ გართულდება. უკეთ რომ ავხსნათ, პრევენციული მედიცინა გაცილებით ხარჯთეფექტურია.
უფრო იაფი ჯდება დაავადების მკურნალობა საწყის სტადიაზე და გარდა ამისა, ასეთ დროს სრული განკურნების შანსი ძალიან მაღალია.ამიტომ მე დადებითად ვაფასებ სამინისტროს მცდელობას, რომ პირველად რგოლს მეტი ყურადღება მიექცეს და განვითარდეს“.