16 აპრილს, პირველადი ჯანდაცვის განვითარების თემაზე საერთაშორისო დონის კონფერენცია გაიმართა.ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ და მაღალკვალიფიციურ მუშაობას. კონფერენცია სასტუმრო ”რედისონში” გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიის (EURACT) წარმომადგენლები ბრიტანეთიდან და სლოვენიიდან.
სამედიცინო კორპორაცია ევექსი ამბულატორიული ქსელის განვითარებისა და პირველად რგოლში ჩართული კადრების სამედიცინო დონის ამაღლების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში აქტივობებს.