საგზაო უსაფრთხოების კანონის გამკაცრების მიუხედავად, საქართველოში ავტოავარიები ადამიანების დაღუპვისა და ჯანმრთელობის დაზიანების ერთერთი გავრცელებულ მიზეზად რჩება.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა. ეს რიცხვი მკვეთრად არ განსხვავდება წინა წლების მაჩვენებლისგან. მაგალითად, წინა წლის იგივე პერიოდში 99 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2017-ში, ვიდრე კანონი გამკაცრდებოდა – 110.
რაც შეეხება დაშავებულებს, 2023 წლის პირველ კვარტალში ავტოავარიებში 1 480 ადამიანი დაშავდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი – 1 583.
2017-ში ეს მაჩვენებელი 1856 იყო.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას, 2023 წლის პირველ სამ თვეში მათი რაოდენობა 1 153 იყო, 2022 წლის პირველ სამ თვეში 1 121, ხოლო 2017 წლის პირველ კვარტალში – 1332.
ავტოსაგზაო შემთხვევებში სიმთვრალით გამოწვეული ავარიები 40-დან 50-მდეა და წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არც ეს მონაცემი შეცვლილა.