მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » 8-10 წლის მოსწავლისთვის 4 კილოგრამი ჩანთის ტარება დაუშვებელია – ორთოპედის რჩევები

8-10 წლის მოსწავლისთვის 4 კილოგრამი ჩანთის ტარება დაუშვებელია – ორთოპედის რჩევები

მძიმე სასკოლო ჩანთების ტარებამ მოზარდებში შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. 8-10 წლის ბავშვისთვის 4-5 კილოგრამის ჩანთის რეგულარული ტარება უკვე გადამტვირთველია  მისი ჩონჩხოვანი სისტემისთვის, რადგან  ვითარდება სხეულის ერთი მხარე, მეორე კი „იჩაგრება“.

ამის შესახებ ბავშვთა ტრავმატოლოგ-ორთოპედმა მერაბ ვარძუკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მძიმე ჩანთის ტარება ანელებს სვლას, ნაბიჯი მოკლეა, რაც ბავშვზე ნეგატიურ ბიომექანიკურ  გავლენას ახდენს, კუნთოვანი სისტემა ერთ მხარესაა გადახრილი, მენჯი კი წინაა წასული.

მედიკოსის განმარტებით, ჩანთა, რომლის რეგულარული ტარებაც მოსწავლეს უწევს, ბავშვის წონის 20%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ყველაზე ოპტიმალურად კი ითვლება ჩანთა, რომლის წონაც ბავშვის წონის 10-12 %-ია.

ამასთან, ჩანთაში არსებული ტვირთი თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …