საქართველოში, კერძოდ ხონელიძის კლინიკაში იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა – 58 წლის ასაკში ქალმა პირველი შვილი გააჩინა.
ბიჭი 2,800 გრამი წონის და 49 სანტიმეტრი სიგრძის დაიბადა.
„ხონელიძის კლინიკის დირექცია, მედ პერსონალი და სრულიად კლინიკის თითოეული წევრი ულოცავს ქალბატონ რუსუდანს ამ დიდ ბედნიერებას. გვიხარია, რომ თქვენი დახმარებით კიდევ ერთხელ დავამსხვრიეთ ასაკობრივი ბარიერები.
ამ მაგალითის საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედობა არასდროს არის გვიანი,“- აცხადებენ კლინიკაში.
სტატისტიკა ადასტურებს, რომ საქართველოში 40 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში შვილის გაჩენის მაჩვენებელი იზრდება.
მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით, 40-44 წლის ასაკში შვილი 1 344 ქალმა გააჩინა, 2019 წელს ეს მონაცემი 1 500-მდე ავიდა, 2020-ში კი – 1 620-მდე. ამავდროულად, მცირდება შვილის გაჩენის მაჩვენებელი 20-29 წლის ასაკის ქალებში.
45 წელს ზემოთ ასაკში 2018 წელს 152-მა ქალმა იმშობიარა, 2019-ში – 355-მა, 2020-ში კი – 414-მა. შობადობის და მათ შორის ამ ასაკობრივ კატეგორიაში მშობიარობების რაოდენობა 2021 წელს შემცირდა, რაც პანდემიას უკავშირდება.
jandacva.ge