„სამშობიარო იმედის“ კლინიკაში უნიკალური საკეისრო კვეთის ოპერაცია ჩატარდა. დამიანე მესხი 7 იანვარს დაიბადა. იგი ოჯახში მეთერთმეტე შვილია, თუმცა, როგორც კლინიკაში ამბობენ, მისი დაბადება უნიკალურია, რადგან ის მეშვიდე საკეისრო კვეთის გზით დაიბადა.
36 წლის რუსუდან მესხს 4 შვილი ფიზიოლოგიური მშობიარობის, ხოლო 7 – საკეისრო კვეთის ოპერაციით გზის ჰყავს გაჩენილი. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. რუსუდან მესხის მეან-გინეკოლოგის მაია მჭედლიძის განცხადებით, დედა მშობიარობიდან მეოთხე დღეს ბინაზე გაეწერა, ხოლო ახალშობილი სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო „იმედის კლინიკის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი ორსულობის 36-ე კვირაზე, ნაადრევად დაიბადა, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაში ამბობენ, რომ მეშვიდე საკეისრო კვეთის ოპერაცია არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც უნიკალური მოვლენას წარმოადგენს.