მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » 2 წელი და მეტი – ძუძუთი კვების ხანგრძლივობის რეკომენდაცია შეიცვალა

2 წელი და მეტი – ძუძუთი კვების ხანგრძლივობის რეკომენდაცია შეიცვალა

თუ აქამდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ძუძუთი კვება დაბადებიდან 6 თვის ასაკიდან 2 წლამდე იყო, სულ ახლახანს, ამერიკის პედიატრთა აკადემიის განახლებული სახელმძღვანელოს მიხედვით ძუძუთი კვების დრო სასურველია უფრო დიდხანს, 2 წელზე მეტხანსაც კი გაგრძელდეს. ინფორმაციას ჯანდაცვის ასოციაცია, შესაბამისი ლინკით აქვეყნებს.

(„ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის სასარგებლოა დედის რძის ნებისმიერი ოდენობა. დედის რძის უნიკალურობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისი შემადგენლობა იცვლება ასაკისა და ჩვილის მოთხოვნის შესაბამისად. დედის რძით გამოკვებილ ბავშვებს ყურის, სასუნთქი სისტემისა და კუჭნაწლავის ინფექციების განვითარების ნაკლები რისკი აქვთ. მათ ნაკლებად ემართებათ შეკრულობა, ეგზემა, ასთმა, ალერგიები, ლეიკემია, სიმსუქნე, დიაბეტი ტიპი 2 და გულის დაავადებები, ასევე, სწორად უყალიბდებათ ქვედა ყბა და კბილები.

ძუძუთი კვება ამცირებს ქალებში სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის კიბოს, გულის დაავადებების, სიმსუქნის და ოსტეოპოროზის განვითარების რისკს,“-ნათქვამია ასოციაციის ინფორმაციაში.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …