ბოლო კვირების სტაბილიზაციის შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი გაიზარდა – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფექცია 673 ადამიანს დაუდასტურდა. 16 თებერვლის შემდეგ ეს მაქსიმალური დღიური რაოდენობაა. გაიზარდა დადებითობის მაჩვენებელი და მან 2,2 % შეადგინა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 8 მოქალაქე. ჯამში საქართელოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 28114 ფაქტია დადასტურებული, გარდაცვლილია 3773 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის 1624 ადამიანი მკურნალობს.