მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ზურაბ ტყემალაძე – კარგი იქნება, თუ მედიკამენტებზე ფასი დაიწევს
გამოკითხვას გლობალური ალიანსის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის შესახებ - ,,რა გაწუხებთ“ ზურაბ ტყემალაძე შეუერთდა.

ზურაბ ტყემალაძე – კარგი იქნება, თუ მედიკამენტებზე ფასი დაიწევს

ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ის გამოკითხვას გლობალური ალიანსის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის შესახებ – ,,რა გაწუხებთ“ , პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე შეუერთდა.

კითხვაზე, როგორც მოქალაქეს რა გაწუხებთ ჯანდაცვის კუთხით, ტყემალაძე მედიკამენტების სიძვირეს ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს და წამლებზე ფასის კლების ტენდენცია უკვე შეინიშნება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე საყოველთაო ჯანდაცვის პრიორიტეტებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი განცხადებით, საყოველთაო დაზღვევამ მოსახლოებას დიდი შვება მისცა. ოპერაციების და მკურნალობის დაფინანსებით კი სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც იკლო.

გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …