მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » თვითმკურნალობის მაღალი დონე პირველადი ჯანდაცვის განვითარებას აფერხებს – კვლევა

თვითმკურნალობის მაღალი დონე პირველადი ჯანდაცვის განვითარებას აფერხებს – კვლევა

საქართველოში პირველად ჯანდაცვაზე მოთხოვნა კვლავ დაბალია, მიუხედავად ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა ბოლო ათწლეულში.ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც Galt & Taggart-მა წარმოადგინა.

კერძოდ, კვლევის თანახმად, საქართველოში ამბულატორიული მიმართვების რაოდენობამ ერთ მოსახლეზე 2021 წელს 4.0 შეადგინა, რაც ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის მაჩვენებელს (7.0).იგივე კვლევით, ქვეყანაში 2272 ამბულატორიული დაწესებულებაა.

„პირველადი ჯანდაცვა საავადმყოფოების დატვირთულობის შესამცირებელი ეფექტური გზაა, რომელსაც შეუძლია გადამდები ან არა-გადამდები დაავადებების პრევენცია და გართულებული/ფატალური შემთხვევების შემცირება. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მიმართვიანობა ერთ ადამიანზე საშუალოდ 4.0-ს უტოლდება, რაც ევროკავშირის და სხვა მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით დაბალია. არასაკმარისად განვითარებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები დაბალი მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზია, რაც პაციენტებს უბიძგებს მიმართონ პირდაპირ საავადმყოფოებს. პირველადი ჯანდაცვის განვითარების კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი მედიკამენტებით თვითმკურნალობის მაღალი დონეა,“- წერია კვლევაში.

იხილეთ ასევე

ზურაბ აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

„დაფინანსების მოცულობასთან ერთად, 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა“, – …