მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს
ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს.

ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს.

დეპუტატი აცხადებს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემის გამო, უწყებაში საყოველთაობის მიზნობრიობით შეცვლაზე საუბრობენ.

ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი კი პროგრამის ადმინისტრირების პროცესს ეფექტიანს უწოდებს.

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პირველი კვარტლის ხარჯვითი ნაწილი აბსოლუტურად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ადმინისტრირების პროცესი  ეფექტიანია, იმიტომ, რომ რეალურად, ერთი პროცენტი მიდის მხოლოდ ადმინისტრირებაზე.

განცხადებაში საუბარი იყო გარკვეულ ქაოსზე. აქ ქაოსი არ ყოფილა ნათქვამი, იყო მხოლოდ გარკვეული პროვაიდერების მიერ არაკეთილსინდისიერი მიდგომა პროგრამის მიმართ. გამკაცრდა კონტროლი, უფრო სერიოზული კონტროლი მიმდინარეობს უკვე ჩატარებული სამუშაოს მიხედვით“- განაცხადა მაღლაკელიძე-ხომერიკმა.

news.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …