მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ზურაბ აზარაშვილი: იკვეთება ფაქტები, როცა კლინიკები ცდილობენ სხვადასხვა ჩარევის ხელოვნურად დამატებას

ზურაბ აზარაშვილი: იკვეთება ფაქტები, როცა კლინიკები ცდილობენ სხვადასხვა ჩარევის ხელოვნურად დამატებას

სამწუხაროდ, იკვეთება ფაქტები, როცა კლინიკები ცდილობენ სხვადასხვა ჩარევის ხელოვნურად დამატებას ფასის გაზრდის მიზნით – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმადიარჯის“ მოქმედების პირველ ორ თვეში დაფიქსირებულ  ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა ყველა მსგავსმა კლინიკამ, მენეჯმენტმა თუ დამფუძნებლებმა იცოდნენ, რომ აუცილებლად ყველა ასეთ შემთხვევას ინდივიდუალურად გავივლით და ისინი მიიღებენ სამართლიან ანაზღაურებას, რაც ეკუთვნოდათ ამ სისტემის მიხედვით გაწეული მომსახურებიდან და არცერთ შემთხვევაში არ მოვახდენთ ბიუჯეტიდან ზედმეტი თანხების გადახდას. სამწუხაროდ ასეთი კლინიკა ბევრია და ამ ორი თვის შეჯამების შემდეგ მოგვიწევს სხვადასხვა პროცესის გადახედვა, რაც მეტი მონიტორინგის და კონტროლის შესაძლებლობას მოგვცემს. სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც პირადი ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე პაციენტების მომსახურებაზე და ზოგჯერ ოპერაციებზე თქვეს უარი. ეს ყოვლად მიუღებელია, რადგან არა მხოლოდ სახელმწიფო, კლინიკებიც და ექიმებიც ყველა უშუალოდ ჩართულები უნდა იყვნენ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების გაწევაში. ფასები არაა დაბალი და გამომდინარეობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკიდან, რომელიც დღესაც მუშაობს ყველა ქვეყანაში. რასაკვირველია, არ გქონდა ილუზიია, რომ ყველანაირ რისკს გადავაზღვევდით, მაგრამ მაქსიმალურად კარგად გვქონდა შეფასებული და მინიმალურ ხარვეზებს, რაც გამოიკვეთა, ოპერატიულად ვასწორებთ და გამოვასწორებთ. მაგრამ სექტორის მხრიდანაც გვინდა მხარდაჭერა, რომ პატიოსანი და ხალხზე ორიენტირებული მიდგომით ნაკლები პრობლემები შეგვიქმნან ამ კუთხით. ვგულისხმობ ზოგიერთ კლინიკას და არა ყველას,“- აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, დიარჯის ამოქმედების შემდეგ რამდენიმე კლინიკამ ნაწილობრივ უარი თქვა საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობაზე. თუმცა სრულად ამ პროგრამიდან არცერთი არ გასულა. შესაბამისად, როგორც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, ამ ფაქტებიდან გამომდინარე, სამინისტრომ გადაწყვიტა, აამოქმედოს პრინციპი, რომლის თანახმად, თუ კლინიკა ერთვება საყოველთაო ჯანდაცვაში, შეუძლებელი იყოს, პაციენტი კლინიკაში მიდიოდეს, კლინიკა კი ზოგი სერვისის გაწევაზე თანახმა იყოს, ზოგზე კი – არა.

„კლინიკებს გაეგზავნათ მითითებები და იანვრიდან კლინიკა ვალდებული იქნება, ან სრულყოფილად იყოს ყველა სერვისით საყოველთაო ჯანდაცვაში, ან საერთოდ არ ჩაერთოს. ესაა ერთადერთი გამოსავალი, რომ შევინარჩუნოთ სამართლიანი სისტემა და მომსახურების ხარისხი გავზარდოთ,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …