მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ზაზა სოფრომაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ.

ზაზა სოფრომაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ.

ზაზა სოფრომაძე, – “საყოველთაო ჯანდაცვის საყოველთაოობა შენარჩუნებული იქნება. კლინიკების ჩართულობის განმსაზღვრელი რამდენიმე ინდიკატორი იქნება, ეს ძირითადად მომსახურების ხარისხთან იქნება დაკავშირებული, მათ სერვისების უწყვეტობა უნდა შეძლონ და უპირატესობა მიენიჭებათ იმ კლინიკებს, რომლებსაც შეუძლიათ ყველა იმ სერვისის მიწოდება, რომლებიც შესაძლოა პოტენციურად დასჭირდეს პაციენტს. არსებოსბს საერთაშორისო კრიტერიუმები, რასაც ისედაც გავითვალისწინებთ, მგრამ შესაძლოა საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვა კრიტერიუმების დამატებაც გახდეს საჭირო.

უპირატესობა მიენიჭებათ მულტიპროფილურ კლინიკებს, რომლებსაც ყველა მნიშვნლოვანი სერვისის მიწოდება შეეძლებათ პაციენტისთვის. ზღვარი უნდა იყოს გავლებული კერძო და საყოველთაო დაზღვევას შორის და ეს პროცესები კიდევ უნდა დაიხვეწოს. მთელი ამ ცვლილებების მიზეზი გახლავთ საყოველთაო ჯანდაცვის შეხამება კერძო დაზღვევასთან. ზოგადად უნდა მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება პაციენტზე. უხარვეზო პროგრამები არ არსებობს, ცხადია სისტემა საჭიროებს დახვეწას და ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა. სანერვიულო მოსახლეობას არაფერი არ აქვს, რადგან ძირითადი პრინციპები საყოველთაოობა, სამართლიანობა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა შენარჩუნდება”.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …