მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ზაზა ხატიაშვილი: ევროპული დონის ჯანდაცვის სისტემაში პროფილაქტიკური მედიცინა წინა პლანზე უნდა იყოს
ევროპული დონის ჯანდაცვის სისტემაში განვითარებული უნდა იყოს პროფილაქტიკური მედიცინა,გაწეული მომსახურება ძალიან შორს არის საერთაშორისო სტანდარტებისგან.

ზაზა ხატიაშვილი: ევროპული დონის ჯანდაცვის სისტემაში პროფილაქტიკური მედიცინა წინა პლანზე უნდა იყოს

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა საუბარი იმაზე, რომ საყოველთაო დაზღვევის ხარჯები იზრდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი ყველაფრის ანაზღაურების საშუალებას არ იძლევა.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პრობლემა არ არსებობს, რადგან იქ მაღალ დონეზეა პრევენციული მედიცინა, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებათა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას, ხოლო ჰოსპიტალური სექტორის მომსახურება პაციენტთა მხოლოდ 20% სჭირდება.

ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი პრიორიტეტად ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოაცხადა და რეფორმაზე მუშაობა დაიწყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსთან“ ერთად. ახლახან სწორედ მათი ერთობლივი გამოკითხვის – „რა გაწუხებთ?“ შუალედური შედეგები გახდა ცნობილი. 

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პირველადი ჯანდაცვა და შესაბამისად, პრევენციული მედიცინა ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახელდა. ჩვენ დავინტერესდით რამდენად არიან მოქალაქეები ინფორმირებული პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობის შესახებ და რა იციან პროფილაქტიკურ მედიცინაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს მივმართეთ. მან პირველადი ჯანდაცვის გამართულად მუშაობის მთავარ ინდიკატორად პრევენციული მედიცინა და მის ხარჯთეფექტურობა დაასახელა:

„ჩემი აზრით, საქართველოში ჯანდაცვისადმი საკმარისი ნდობა არ არსებობს. საავადმყოფოში ადამიანი ხედავს, რომ გაწეული მომსახურება ძალიან შორს არის საერთაშორისო სტანდარტებისგან. ვიდრე არ გვეყოლება კვალიფიციური კადრები, არაფერი შეიცვლება. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი კადრები საერთოდ არ გვყავს. ასე ნამდვილად არ არის. ძალიან კარგი ქირურგები გვყავს, მაგრამ ისინი ერთეულები არიან.

ევროპული დონის ჯანდაცვის სისტემაში განვითარებული უნდა იყოს პროფილაქტიკური მედიცინა, ანუ ადამიანი არ უნდა მივიდეს ისეთ მდგომარეობამდე, რომ ქირურგიული ჩარევა გახდეს აუცილებელი. ჩვენთან, ძირითადად, სწორედ ქირურგიული ჩარევა ფინანსდება.

ადამიანს, რომელსაც ელემენტარული რამ აწუხებს, არ აქვს მკურნალობისსაშუალება, ხოლო გართულებული დაავადების მკურნალობა სახელმწიფოს უკვე რამდენიმე ათასი ლარი უჯდება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, სახელმწიფომ შემქნას ისეთი მომსახურება, რომ ვიდრე ადამიანს ოპერაცია დასჭირდება და მდგომარეობა გაურთულდება, მანამდე მივიდეს ექიმთან“.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …