მთავარი » რეფორმები » წამლებზე არსებულ ფასებზე სამინისტრომ შეღავთები უნდა დააწესოს
თუ პაციენტი ინფორმირებული იქნება, რა დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციასა და პროფილაქტიკას, მაშინ ის აუცილებლად მიაკითხავს ექიმს ადრეულ სტადიაზე.

წამლებზე არსებულ ფასებზე სამინისტრომ შეღავთები უნდა დააწესოს

ჯანდაცვის სფეროში  მიმდინარე რეფორმებსა და მედიკამენტებზე არსებულ ფასებს პაციენტთა ასოციაცია „ევროპა დონა საქართველოს” პრეზიდენტი, ანა მაზანიშვილი გამოეხმაურა.

„ჯანდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა, მაგრამ არსებობს პრიორიტეტები, რომლებიც გასათვალისწინებელია და კორექტირებას საჭიროებს. თუნდაც მედიკამენტების ის ჩამონათვალი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, როგორც გამოჯანმრთელებისთვის საჭირო პრეპარატები.

ამ ჩამონათვალში არის მედიკამენტი, რომელიც სიმსივნით დაავადებულებს სჭირდებათ. ეს მედიკამენტი თითქმის ყველა ქვეყანაში სახელმწიფო დაფინანსებით მიეწოდებათ პაციენტებს, ჩვენთან არა. ძალიან ძვირი ღირს და პაციენტები საქართველოში თითქმის ვერყიდულობენ. მე ვსაუბრობ ჩემი სფეროდან გამომდინარე.

თვეში ორჯერ 230 ლარის გადახდა საშუალო შეძლების მოქალაქეს არ შეუძლია, მით უმეტეს მაშინ, როცა ათასობით  ლარი ჯდება ქიმიოთერაპია. როცა მძიმე დიაგნოზის ადამიანი ფიქრობს სიკვდილ-სიცოცხლეზე და ამას ემატება მატერიალური სახსრების არქონა, ფაქტობრივად ადამიანი განწირულია.

ვფიქრობ, ონკოლოგიაში ცოტა უფრო მეტი შეღავათია გასათვალისწინებელი.  ადამიანები 21-ე საუკუნეში უსახსრობის გამო არ უნდა კვდებოდნენ. რეკომენდაციითაც მიგვიმართავს სამინისტროსთვის, რომ იქნებ საყოველთაო პროგრამაში გარკვეული შეღავათები ჩაიდოს სიმსივნით დაავადებულთათვის. რომ განსაზღვრული თანხით მინიმუმ ერთი კურსის ჩატარება მაინც შეძლონ პაციენტებმა”,აცხადებს მაზანაშვილი.

ანა მაზანაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ახალი რეფორმების დაგეგმვისას, წამლებზე არსებულ ფასებზე შეღავათებიც უნდა გაითავლისწინოს.

„თუკი წამლებზე არსებულ ფასებზე დავიწყებთ საუბარს, სწორედ ონკოლოგიის სფეროა ამ მხრივ ,,ლიდერი”. ერთი წამალი 5500 ლარი ღირს . თუ ადამიანს დიდი მასა აქვს, შეიძლება ერთი ყუთი არ ეყოს და დამატებამ მოუწიოს, თან უნდა გაიმეოროს 26 დღეში.მკურნალობას კი  მაშინ აქვს შედეგი, თუ კურსი არ წყდება.

მინიმუმ 55 ათასი ლარი გამოდის ხოლმე სრული მკურნალობის კურსის ღირებულება. ეს ფაქტობრივად ზოგისთვის  სასიკვდილო განაჩენია. არის დაბალი ხარისხის იაფფასიანი წამლებიც,რომლებზეც დაფინანსება მოქმედებს, მაგრამ რაც გვჭირდება და უფრო ეფექტიანია, ის არფინანსდება. სიმსივნიანმა ადამიანმა უხარისხო მედიკამენტით რომ იმკურნალოს,უსამართლობა იქნება”, – მიაჩნია მაზანაშვილს.

რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიების საკითხს, მაზანაშვილი აცხადებს, რომეს მის კომპეტენციას სცილდება, თუმცა რამდენადაც უშუალო შეხება აქვს მედიცინასთან,აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით ხშირად ემთხვევა ხოლმე ფასების კლება და მატებაერთსა და იმავე დროს სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში.

„ვერავის დავადებ კონკრეტულად ხელს, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ იკვეთება ხოლმე საეჭვო მომენტები.პაციენტებისგანაც მომისმენია პრეტენზია, რომ კონკრეტულ წამალზე საკმაოდ დიდი ფასისსხვაობა დაუფიქსირებიათ სხვადასხვა აფთიაქში. ან უყიდიათ ერთგან ძვირად და შემდეგ სხვაგან გაცილებით იაფად უნახავთ.  ალბათ ამ საკითხით ისევ და ისევ სახელმწიფო და ანტიმონოპოლიური სტრუქტურა უნდა დაინტერესდეს”, – აღნიშნა მან.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …