მთავარი » რეფორმები » საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ინიციატივას, 2 დოზით აცრილმა პირებმა შეზღუდვების პერიოდში შეღავათებით ისარგებლონ

საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ინიციატივას, 2 დოზით აცრილმა პირებმა შეზღუდვების პერიოდში შეღავათებით ისარგებლონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ანცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს მომავალ კვირაში ინიციატივით მიმართავს, რომ იმ პირებს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, შეზღუდვების პერიოდში შეღავათები დაუწესდეთ.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ორჯერადად ვაქცინირებულ პირებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ შეზღუდვების პერიოდში. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე „კომენდანტის საათის“ დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი. რამდენიმეზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად აიცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ „15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე ორჯერადად აცრილი მოქალაქე, ამ ადამიანებს კი მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან”.

იხილეთ ასევე

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. პირველ რგოლში სამინისტრო უახლოეს მომავალში რეფორმის გატარებას გეგმავს.

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. ჯანდაცვის პირველ რგოლში ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში …