მთავარი » რეფორმები » გერმანიამ კოვიდპანდემია დასრულებულად გამოაცხადა

გერმანიამ კოვიდპანდემია დასრულებულად გამოაცხადა

გერმანიამ COVID-19-ის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა. გერმანული გამოცემის Tagesspiegel-ის ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე დაავადებების პირველი ტალღა ქვეყნის მოსახლეობამ მსუბუქად უნდა გადაიტანოს.

„ჩემი შეფასებით, ამ ზამთარში ჩვენ გავდივართ კორონავირუსის პირველ ენდემურ ტალღას. ეს ნიშნავს, რომ პანდემია დასრულდა,“ – განაცხადა  ბერლინის კლინიკა „შარიტესვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა კრისტიან დროსტენმა, რომელიც გერმანიის ჯანდაცვის ოფიციალურ სტრუქტურებსაც წარმოადგენს.

მისი შეფასებით, ზამთრის დასრულების შემდეგ COVID-19-ის მიმართ მოსახლეობის იმუნიტეტი იმდენად გავრცელებული და მდგრადი იქნება, რომ ვირუსი ზაფხულში სავარაუდოდ ვერ შეძლებს მასობრივ გავრცელებას.

რაც შეეხება ჩინეთში არსებულ სიტუაციას, სადაც კორონავირუსის უპრეცედენტო აფეთქებაა, დროსტენის თქმით, ჩინეთის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ხანდაზმულები, არ იყო ინფორმირებული ვაქცინაციის შესახებ.

„გერმანიასა და მთლიანად ევროპაში ვაქცინაციის კამპანია გახდა გადამწყვეტი ნაბიჯი პანდემიასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, სრულიად გამართლებულია ის შეზღუდვები, რომლებიც კოვიდის გავრცელების გამო იქნა მიღებული,“ – განაცხადა ვირუსოლოგმა.

იხილეთ ასევე

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. პირველ რგოლში სამინისტრო უახლოეს მომავალში რეფორმის გატარებას გეგმავს.

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. ჯანდაცვის პირველ რგოლში ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში …