მთავარი » რეფორმები » გლობალური ალიანსის ერთობლივი საბჭოს სხდომაზე დასავლური სტანდარტებისა დამკვიდრების ეფექტურ საშუალებებზე იმსჯელეს
ჯანდაცვის სამინისტროში ერთობლივი პროექტის მართვის საბჭოს ხდომაზე „გლობალური ალიანსის“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები იყო წარდგენილი.

გლობალური ალიანსის ერთობლივი საბჭოს სხდომაზე დასავლური სტანდარტებისა დამკვიდრების ეფექტურ საშუალებებზე იმსჯელეს

გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარის  ბერნარ კუშნერის ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა ერთობლივი საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეოდნენ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია  და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი. 

ერთობლივი პროექტის მართვის ხდომაზე „გლობალური ალიანსის“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები იყო წარდგენილი. 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია და ჩვენი საზოგადოებისთვის, დიდი პატივია დღეს,  რომ შესაძლებლობა გვაქვს გავიზიაროთ ბატონ ბერნარ კუშნერის, მართლაც, უდიდესი გამოცდილება. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ  „გლობალური ალიანსი“ ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტების ჯგუფია, რომელიც უმაღლესი კლასის პროფესიონალებითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული.

„ბატონი კუშნერის გამოცდილება მნიშვნელოვანია ჩვენთვის მრავალი მიმართულებით, როგორიცაა ქვეყნის ჯანდაცვის სტრატეგიული განვითარება, ჯანდაცვის  მიმართულებით  უკვე განხორციელებული რეფორმები  და სხვა. ვფიქრობ, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობები და ახალი ეტაპის დასაწყისი ქართულ ჯანდაცვის სისტემაში,”

კუშნერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და პროგრამები და წარმატებული უწოდა. სხდომის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა:

„მე, როგორც ,,გლობალური ალიანსის“  პრეზიდენტი ძალიან ამაყი ვარ, რომ ვთანამშრომლობ ჯანდაცვის მინისტრთან და მხარს ვუჭერ იმ უზარმაზარ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს   ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას მოხმარდა და მოხმარდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და ,,გლობალურიალიანსისერთობლივი პროექტის მართვის საბჭოს მორიგმა შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

ტექნიკურ დეტალებს არ ჩავუღრმავდები, თუმცა  გეტყვით, რომ განვიხილეთ დიაგნოსტიკური მონათესავე ჯგუფები, რომლის მიზანიც ჯანდაცვაში იქნება უკეთესად  განსაზღვროს კლინიკური სიტუაცია, კერძოდ, სერვისის მიწოდების დარეგულირების მიზნით, რა თქმა უნდა,  მომსახურების მიმწოდებელთან ერთად. ეს მოიცავს წესებსა და რეგულაციებს, რომლებიც შესაძლებლობას  მოგვცემს დავზოგოთ თანხები და გავხადოთ სერვისები მეტად ეფექტური. ასევე განვიხილეთ, ბიუჯეტის ხარჯთეფექტურის საკითხიც, მიმაჩნია ეს აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების პარალელურად. ჩვენ მივაღწევთ ერთობლივ წარმატებას და ჯანდაცვის ქართული რეფორმები საპილოტე ნიმუშად გამოცხადდება“.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და  ,,გლობალურ ალიანსთან“ ხელშეკრულება აპრილში გაფორმდა და  სამუშაო პროცესიც სწორედ ამ დროს დაიწყო. დღეს  მმართველი საბჭოს ერთ–ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ წარმოადგინეს შუალედური ვარიანტები იმ პროექტებისა, რომლებზეც მუშაობენ ჩვენთან ერთად. ჩვენ  რვა დღის ვადაში უნდა გავეცნოთ მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოს და წარმოვადგინოთ ჩვენი შენიშვნები. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ის მიღებული.

პირველი შთაბეჭდილება საკმაოდ, კარგია და ძალიან ბევრი აქვთ ნამუშევარი ჩვენი მიმართულების კუთხით. იმედია, ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, უპირველესად, საყოველთაო ჯანდაცვა გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და, ამავე დროს,  ხარჯთეფექტური,“– განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსი“ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემდეგი მიმართულებებით მუშაობს:

  • საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფციის განხორციელების სტრატეგიული გეგმა;
  • ჯანდაცვის სტრატეგიული პროგრამების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული გეგმების ჰარმონიზაციას ევროკავშირის ანალოგიურ პროგრამებთან;
  • პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება;
  • ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება (მათ შორის ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო დაწესებულების დონეზე ხარისხის შეფასების ინდიკატორების სისტემის შემუშავება);
  • ევროკავშირსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში აღიარებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების ადაპტირების მეთოდოლოგიის შემუშავება;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი საფრთხეების კომპლექსური შეფასების ინსტრუმენტების შექმნა და ადაპტაცია.

bfm.ge

იხილეთ ასევე

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. პირველ რგოლში სამინისტრო უახლოეს მომავალში რეფორმის გატარებას გეგმავს.

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. ჯანდაცვის პირველ რგოლში ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში …