მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვირუსის სწრაფად გავრცელების ფონზე, მოსახლეობაში პირბადის ტარების მაჩვენებელი მკვეთრად, 41%-მდე შემცირდა

ვირუსის სწრაფად გავრცელების ფონზე, მოსახლეობაში პირბადის ტარების მაჩვენებელი მკვეთრად, 41%-მდე შემცირდა

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისა და კოვიდ 19-ით გარდაცვალების მძიმე სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანაში პირბადეების ტარების მაჩვენებელი სულ უფრო მცირდება და „ჯანმრთელობის გაზომვათა“ ინსტიტუტის მონაცემებით, პანდემიის განმავლობაში ერთერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზე – 41%-მდე დაეცა.  წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 50 % იყო.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების წინა ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად აქვეყნებდა პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო მოქალაქეების დაჯარიმების სტატისტიკასა და ასეთი ფაქტების ამსახველ კადრებს, თუმცა მას შემდეგ, რაც, თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, 17 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრმა ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების დაბრუნების შესახებ განაცხადა, შსს-ს მსგავსი სტატისტიკა არ გაუსაჯაროვებია.

არსებული რეგულაციების აღსრულების შესახებ მონაცემებს მხოლოდ ჯანდაცვის უწყება, კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახური აქვეყნებს.

 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …