ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექსპერტთა საბჭომ 16 წლიდან ყველა პირისთვის ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.
“ბუსტერ დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით, ექსპერტთა საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია. ჩვენ ამ კვირაში ამას დავიწყებთ ოფიციალურად რაც ნიშნავს იმას, რომ ბუსტერი დოზა, ანუ საწყისი ვაქციანციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერი დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების მიუხედავად”, — აღნიშნა მან.
რაც შეეხება, მოგზაურებისთვის დამატებითი დოზის ვაქციანციას, გაბუნიას თქმით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, პირს დამატებით ორი დოზა Pfizer-ის გაკეთებას სთავაზობენ.
“იმ ქვეყანაში დაწესებული მწვანე საშვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალონ ვაქცინაციის სტატუსი, გაიკეთონ ე.წ. დამატებითი დოზდები, ორი დოზა — ბუსტერ დოზა არის ერთი, დამატებითი დოზები, რომელიც მოგზაურობის ან საუნივერსიტეტო გარემოში მოხვედრის მიზნებისთვის ტარდება, ეს არის ორი დოზა — დასაშვებია მისი გაკეთება მეორე აცრიდან 1 თვის შემდეგვე.
ამ შემთხვევაში, მოთხოვნილია გარკვეული დოკუმენტაცია, მოგზაურობის მიზნობრიობის დამდასტურებელი დოკუმენტი, ბილეთის ჯავშანი ან მოწვევა, ნებისმიერი ამ დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ჩვენ ვთავაზობთ დამატებით კიდევ ორი დოზით აცრას Pfzier-ის ვაქცინით”, — აღნიშნა მან.