საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ 19 2016 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 6,77%, ბოლო 14 დღის – 6,92%, ბოლო 7 დღის – 6,48%
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამურმა რაოდენობამ ქვეყანაში 600 ათასს გადააჭარბა და 600 412 შეადგინა.
გარდაიცვალა 43 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 231 პაციენტი იმყოფება. გრძელდება აცრების შემცირების ტენდენცია – გუშინ საქართველოში 13 962 ადამიანი აიცრა.