მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინაციის შემცირებული ტემპები და გაზრდილი სიკვდილიანობა – ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა გაუარესდა

ვაქცინაციის შემცირებული ტემპები და გაზრდილი სიკვდილიანობა – ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა გაუარესდა

საქართელოში კოვიდ-სტატისტიკა დღეს მკვეთრად გაუარესდა. გაიზარდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ ინფექციამ 24 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო დღეებში ლეტალობის მონაცემი 20-ს ქვემოთ იყო.

ასევე გაიზარდა დადებითობის, ანუ ჩატარებული ტესტებიდან ინფექციის დადასტურების მაჩვენებელი – გუშინ ეს მონაცემი 2,35% იყო, დღეს კი 3.27%-ია. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 914 ადამიანს დაუდასტურდა.

შემცირდა ვაქცინაციის  ტემპებიც – გუშინ 3847 ადამიანი აიცრა, სულ აცრილია 238220 მოქალაქე.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2698 ინფიცირებული იმყოფება.

სტატისტიკური მონაცემებით, ინფიცირებულთა თითქმის 34% სტაციონარებშია მოთავსებული.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …