მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე ტურისტული ობიქეტები და სრულად აცრილი გიდები ბენეფიტებით ისარგებლებენ

ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე ტურისტული ობიქეტები და სრულად აცრილი გიდები ბენეფიტებით ისარგებლებენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტულ, განთავსებისა და კვების ობიექტებს, ასევე გიდებს ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი შესთავაზა.
პაკეტის პირობები ასეთია:
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის საფასურის ფასდაკლება 2021-2022 წლებში:
კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული – 50% ფასდაკლება;
კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული – 30% ფასდაკლება;
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და აშ), პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული.
სტიმულირების პაკეტი ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის:
ყველა სრულად ვაქცინირებული გიდის უსასყიდლო წვდომა სახელმწიფო სერვისებზე – მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგირეობზე შესვლა იქნება უფასო.
სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე – 2 თვე: სექტემბერი – ოქტომბერი უფასო შესვლა.
სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე – სეზონის გახსნიდან – იანვრის ჩათვლით უფასო აბონიმენტით სარგებლობა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …