კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს საქართველოში 668 ექიმი აიცრა. სპეციალურ პორტალზე კი აცრის მსურველი 4202 მედპერსონალი დარეგისტრირდა. ინფორმაცია jandacva.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ პრეპარატით დაიწყო. ვაქცინების პირველი პარტია – 43200 დოზა – საქართველომ 13 მარტს მიიღო და ის მთლიანად სამედიცინო პერსონალის პირველად ვაქცინაციას მოხმარდება. ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა. ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, რომელიც საქართველოს აღნიშნული ვაქცინების მიღებაში ეხმარება, საქართველოს მთავრობისგან ასევე მიიღო თხოვნა, დაეხმაროს Pfizer-BioNTech ვაქცინის შეძენაში. შედეგად, ვაქცინების ჩამოტანა მოსალოდნელია მარტის თვის ბოლოს, კერძოდ 22 მარტიდან 28 მარტიდან პერიოდში. აღნიშნული ვაქცინა 15 ათასამდე ადამიანზეა გათვლილი.