მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინა მძიმე პოსტკოვიდური სინდრომისგანაც იცავს – პულმონოლოგის განმარტება

ვაქცინა მძიმე პოსტკოვიდური სინდრომისგანაც იცავს – პულმონოლოგის განმარტება

კოვიდგადატანილი პაციენტების მხრიდან კლინიკებში სხვადასხვა ჩივილით მიმართვიანობამ ძალიან მოიმატა. ამის შესახებ ინტერვენციული პულმონოლოგი დავით ჭყონია აცხადებს. მისი თქმით, მომართვიანობა ფიქსირდება არა მხოლოდ იმ პაციენტების მხრიდან, ვინც კოვიდი მძიმედ გადაიტანა, არამედ იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც ინფიცირების პერიოდში ბინაზე, მსუბუქი სიმპტომებით იმყოფებოდა.

„უმრავლეს შემთხვევაში, 80%-ში, კოვიდს ორგანიზმი ადვილად ერევა და უკვალოდ მიდის, მაგრამ არის პროცენტი იმ პაციენტების, ვისაც კვალს უტოვებს მიუხედავად იმისა, მათ კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში გადაიტანეს თუ მძიმედ. თუმცა დიდწილად ესაა ადამიანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა – დეპრესიული ფონი, სტრესი,“- განაცხადა ჭყონიამ.

მისივე თქმით, პოსტკოვიდური სინდრომი შეიძლება 6 თვე და მეტი დროითაც გახანგრძლივდეს და გამოიხატოს სისუსტესა და შფოთვაში.

დავით ჭყონია ამბობს, რომ იმ პაციენტების შემთხვევაში, ვინც პოსტკოვიდის პერიოდში სასუნთქი სისტემის პრობლემებს უჩივის, უფრო ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური ფაქტორები გვხვდება,  ვიდრე რეალურად საგანგაშო მდგომარეობაა. თუმცა ჭყონიას განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტები ამ სიმტპომებს იგონებენ.

მისი განცხადებით, კოვიდი მძიმე ფსიქოლოგიურ ტვირთს ტოვებს. კლინიკებში მისული, კოვიდგადატანილი პაციენტების დიდ უმრავლესობას აქვს შფოთვა,  ზურგში ტკივილი, შეიძლება ტემპერატურული რეაქცია თვეების განმავლობაში ჰქონდეს, რაც მედიკამენტებს არ ემორჩილება.

ამასთან, დავით ჭყონია ამბობს, რომ უახლესი კვლევების თანახმად, პოსტკოვიდური ჩივილები მცირდება იმ შემთხვევაში, თუ კოვიდი აცრილმა პაციენტმა გადაიტანა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …