მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ვახტანგ მეგრელიშვილი: ჯანდაცვის ფინანსური რისკები სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს
ფინანსური რისკები უნდა გადავიდეს კერძო სექტორში, ის დაინტერესებული იქნება მოგებით და შესაბამისად უკეთესად გააკონტროლებს ხარჯებს.

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჯანდაცვის ფინანსური რისკები სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს

ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მოდიფიკაციაზე მუშაობს. როგორც გუშინ, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, უნდა მოხდეს სახელმწიფო რესურსის სწორად გადანაწილება.

“საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მიდგომა არის არასწორი, როგორც ტექნიკურად, ასევე ფინანსურად”, – ამის შესახებ ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ბიზნესკონტაქტს” განუცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის ფინანსური რისკი დღეს მთლიანად სახელმწიფოზეა, რაც არასწორია. როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ეს რისკი თავის თავზე სადაზღვევო კომპანიებმა უნდა აიღონ.

“ჯანდაცვის რისკები მთლიანად მთავრობაზეა გადატანილი. სადაზღვევო კომპანიებმა ჯანდაცვის რისკის საკუთარ თავზე აღება უნდა დაიწყონ. ჩვენ გვყავს ერთი მონოპოლისტი დამფინანსებელი, რომელიც ტექნიკურადაც ვერ ართმევს თავს ხარჯების კონტროლს. შარშან 100 მილიონით მეტი დაიხარჯა, რა გარანტია გვაქვს რომ წელსაც იგივე არ მოხდება.

მოსახლეობის შედარებით მდიდარ ფენას სახელმწიფო არ უნდა უფინანსებდეს ჯანდაცვას. მაგრამ მეორე ნაწილი ის არის, რომ სახელმწიფო ორგანიზაცია არ არის დაინტერესებული რომ გააკონტროლოს ხარჯები.

ეს ფინანსური რისკები უნდა გადავიდეს კერძო სექტორში, ის დაინტერესებული იქნება მოგებით და შესაბამისად უკეთესად გააკონტროლებს ხარჯებს, ვიდრე დღეს ამას აკეთებს სახელმწიფო დამფინანსებელი. ამ დასკვნამდე, რომ მივა ჩვენი პრემიერი და მთავრობა უკეთესად იქნება შემდეგ საქმე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …