მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვახტანგ კალოიანი: საქართველოს წინ საკმაოდ მძიმე ორი თვე ელის

ვახტანგ კალოიანი: საქართველოს წინ საკმაოდ მძიმე ორი თვე ელის

მასიური პანდემიის მართვა ასე არ ხდება – ეს არის გზა ტრაგედიებისკენ, მომრავლებული სიკვდილობისკენ, ძალიან მძიმე აგვისტოსა და სექტემბრისკენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მდივანმა, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ვახტანგ კალოიანმა აღნიშნა, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, მოსალოდნელი არ არის ინფიცირების მაჩვენებლის კლება, არამედ პირიქით, – წინ საკმაოდ მძიმე ორი თვე ელის საქართველოს.

მისივე თქმით, მასობრივი ვაქცინაციის პირობებში, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგი, შესაძლოა ოქტომბრის თვეში ვიხილოთ.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ჯარიმების მოხსნა – ეს ყველაფერი არის ის, რაც აუცრელ ქვეყანაში ამდენ ინფიცირებულს და გარდაცვალბას იწვევს. დღეს ჩვენ დავკარგეთ 26 ადამიანი და 20-ზე მეტ ადამიანს ვკარგავთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყოველ დღე. ეს სამწუხაროდ, გაგრძელდება, რადგან ინფიცირების რაოდენობა არ იკლებს. ხელისუფლება ამაყობს, რომ შვედური მოდელი აირჩია. ქართული ჯანდაცვის სისტემის პირობებში, აუცრელ ქვეყანაში და მინიმალური ლაბორატორიული უზრუნველყოფით, სამწუხაროდ, ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ინფიცრებულთა რაოდენობა შემცირდება, ამ მართვით არ გვაქვს.

აცრის ეფექტი, თუ თავს მოაბამენ ამას ბოლომდე, იქნება მხოლოდ სექტემბერის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. რას ვაკეთებთ ამ ორი თვის განმავლობაში, როდესაც 2000-ზე მეტი პაციენტი გვყავს ყოველ დღე და სამი დღის წინ, 3000 საწოლი იყო მობილიზებული და დღეს უკვე, 5800 საწოლია. მასიური პანდემიის მართვა ასე არ ხდება. ეს არის გზა ტრაგედიებისკენ, მომრავლებული სიკვდილობისკენ, ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბრისკენ“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

 

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …