გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 273 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა და შეადგინა: დღიური – 1,31%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 1,82%. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 439 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, პანდემია დასასრულისკენ მიდის, თუმცა საქართველოსთვის ახლა მთავარი გამოწვევა ვაქცინაციის დაბალი დონეა.
„თქვენ ნახავთ, რომ ადამიანები ამოვისუნთქავთ, დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას და დაგვავიწყდება კოვიდი. კოვიდი, სამწუხაროდ, არ გაქრება. ასეთია პროგნოზი. ის გადაიქცევა ენდემურ ვირუსად და დაახლოებით გრიპისმაგვარ დაავადებად,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პირველად 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.