Covid-19-ით ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით 24-ჯერ, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი 12-ჯერ შემცირდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად,
შემცირებულია აქტიური შემთხვევების რაოდენობა (8-ჯერ) და ლეტალობის (4-ჯერ) მაჩვენებლებიც.
„შემთხვევების კლების პარალელურად საგრძნობლად შემცირებულია კლინიკების დატვირთვაც. COVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკები კვლავ განაგრძობენ პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას,“ – ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ: გასულ დღე-ღამეში საქართველოში 10 კოვიდ-პაციენტი გარდაიცვალა.
დადასტურდა 1 099 შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 5,16%-ია.
რაც შეეხება აცრებს, ერთ დღეში 1 554 პაციენტი აიცრა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1 068 ადამიანი იმყოფება.