ყველამ ვიცით და გასული ტალღებიც არის ამის მაგალითი, რომ მობილობის შეზღუდვა, ასევე ნიღბის ტარება არის გადაწყვეტა ამ სიტუაციის. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი სამწუხაროდ არის დაახლოებით 50-55%. გასულ პერიოდში, როდესაც პანდემიის კონტროლი უკეთ ხორციელდებოდა ეს მაჩვენებელი აღემატებოდა 75-80 %-ს, – ამის შესახენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.
„ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში, ის პიკი, რომელშიც რეალურად ჩვენ უკვე ვიმყოფებით იქნება უფრო ხანმოკლე და ეს მოგვცემს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას. ასევე ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და სოციალური შეკრებებისგან თავის შეკავება, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პიკი გავიაროთ რაც შეიძლება სწრაფად და დავუბრუნდეთ ნორმალიზაციას მოკლე ხანში. დღეს მთავარია არსებული რეგულაციების აღსრულება და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყება აქტიურად მუშაობს, აქვე მნიშვნელოვანია მოქალაქეები გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ნიღბის გამოყენება არის ყველაზე მარტივი დღეს. სხვა დანარჩენზე იმსჯელებს საბჭო“, – განაცხადა გაბუნიამ.