ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის დადასტურების 15 644 შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინ ეს მაჩვენებელი 15 315 იყო. მცირე ტემპებით, თუმცა მაინც იკლებს დადებითობის მაჩვენებელი და შეადგენს: დღიური – 29,57%, 14 დღის – 32,01%, 7 დღის – 30,99%.
ბოლო 24 საათში 46 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება აცრებს, ამ კუთხით პროცესი ისევ ნელი ტემპებით მიმდინარეობს – გუშინ 3 257 ადამიანი.
მცირდება დატვირთვა სტაციონარებზე – კლინიკებში ამ ეტაპზე 5 876 ადამიანი მკურნალობს.