მთავარი » ახალი ამბები » სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა – ამის შესახებ პედიატრები აცხადებენ.

“ბოლო პერიოდში, პანდემიამდე და პანდემიის შემდეგაც, აღინიშნება დაავადების შემთხვევების მატება. გადადება ხდება დაავადებულთან კონტაქტით, ოღონდ გამოყრამდე 2 დღით ადრე და გამოყრიდან 7 დღის განმავლობაში. პრაქტიკულად ეს 9 დღე, ის ინფექციის წყაროა გარშემო მყოფთათვის. რაც შეეხება ინკუბაციის პერიოდს, ანუ კონტაქტიდან რამდენ ხანში შეიძლება გამოვლინდეს დაავადება, ეს არის მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 21 დღე,”- აცხადებს თსუ-ს პროფესორი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე.

ექიმები მოსახლეობას მიმართავენ რეკომენდაციებით, ასევე განუმარტავენ იმ სიმპტომებს, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ.

“გასულ წლებთან შედარებით, არამარტო ჩუტყვავილა, არამედ ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექციებიც მომატებულია. პანდემიურმა პერიოდებმა, იზოლაციიდან გადასვლამ, მეტ-ნაკლებად ეს ინფექციები გადაწია. ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ბავშვი უნდა იყოს იზოლირებული, რათა სხვები არ დაასნებოვნოს. უნდა დავამუშაოთ გამონაყარი ცინკის შემცველი მალამოებით და არა ე.წ. მწვანე სითხით “ზილიონკით“, რომელიც აქამდე იყო გავრცელებული. ასევე ხშირად გავრცელებულია, რომ არ შეიძლება ამ დროს ბანაობა, რაც არ არის სიმართლე, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი, რადგან მეორადად არ დაინფიცირდეს სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციით,” – აღნიშნავს პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე.

 

“რუსთავი 2”-ის ინფორმაცია

იხილეთ ასევე

აქონდროპლაზიის სამკურნალო პროტოკოლი თითქმის მზადაა – მშობლები დოკუმენტის სამუშაო ვარიანტს გაეცნენ

აქონდროპლაზიის სამკურნალო პროტოკოლი თითქმის მზადაა – ამის შესახებ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებაშია ნათქვამი, …