პირველადი ჯანდაცვის რეფორმა იწყება, რეფორმის სიკეთეზე მომღერალმა ნუკრი კაპანაძემ ისაუბრა. „როდესაც საქმე ეხება ჯანდაცვას და ადამიანების ჯანმრთელობას, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე ხარ, უმრავლესობას ემხრობი, უმცირესობას თუ არცერთს. ფაქტი ერთია და არაფერია დასამალი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე წარმატებულია უწყებებს შორის.
ჩემს ირგვლივ ბევრმა ადამიანმა გაიკეთა ძვირადღირებული ოპერაციები და ზუსტად ვიცი, რომ არა საყოველთაო ჯანდაცვა, ფინანსურად ვერ შესწვდებოდნენ. პირადად ჩემი ოჯახის წევრებმა გამოსცადეს საკუთარ თავზე, ცოტა ხნის წინ დედამ თვალის ოპერაცია გაიკეთა. ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე მოწესრიგებულია“, – არნიშნავს კაპანაძე.
მისი აზრით, რაც შეინიშნება, აშკარაა, რომ სისტემა ზრუნავს დაავადებების არამარტო მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, არამედ უკვე მათ ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაზე.
„ეს მიდგომა სწორია. აუცილებელი ხომ არ არის დაავადება მძიმე სტადიაზე გადავიდეს, რომ სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხო. ეს დანაზოგიც არის შენი სახელმწიფოსთვის, როცა წინასწარ ზრუნავ დაავადების აღმოფხვრაზე.
ამ შემთხვევაში ზრუნავ არამარტო საკუთარ თავზე, არამედ რაღაც კუთხით, როგორც პაციენტი, გვერდში უდგახარ სახელმწიფოს. რაღაც კუთხით, ალბათ მოქალაქეობრივ თვითშეგნებამდეც მივდივართ – ისე ვიწესრიგებ ჯანმრთელობას, რომ სახელმწიფოს ჩემი შენახვა ძვირი არ დაუჯდეს.
ნამდვილად არ ვიცი ვის ეხება მედიკამენტებზე ფასების რეგულირების უფლებამოსილება, მაგრამ თუკი სახელმწიფოს აქვს რაიმე ბერკეტი, აუცილებლად უნდა იზრუნოს ფასების დაწევაზე. რაც უფრო ადამიანებზე მორგებული იქნება ჯანდაცვის სიტემა, მით უკეთესი. ამაში ორი აზრი არ არსებობს“- აღნიშნა ნუკრი კაპანაძემ.