მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “სინოვაკის” ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, მისი გაკეთება კი 24 მაისიდან იქნება შესაძლებელი

“სინოვაკის” ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, მისი გაკეთება კი 24 მაისიდან იქნება შესაძლებელი

სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია პარასკევიდან, 21 მაისიდან დაიწყება, აცრის გაკეთება კი 24 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ და ამბობენ, რომ რეგისტრაციის დაწყების საათი  ხვალ გამოცხადდება.

კომპანია „სინოვაკის“ წარმოებული ვაქცინა „კორონავაკი,“ 32 ქვეყანაშია ავტორიზებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინას მოსახლეობა „სინოვაკის“ სახელით იცნობს, თუმცა ესაა მწარმოებელი ბრენდის სახელი, ოფიციალურად კი მას „კორონავაკი“ ჰქვია.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ აღნიშნული ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მიიღებს და განმეორდება დაახლოებით ის სიტუაცია, რომელიც „სინოფარმის“ შემთხვევაში მოხდა. კერძოდ, საქართველომ „სინოფარმის“ პრეპარატით ვაქცინაცია ჯანმოს ავტორიზაციამდე დაიწყო და რამდენიმე დღეში ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა.

იმნაძის თქმით, სინოვაკის შესწავლა დაწყებული აქვს ევროპის წამლის სააგენტოსაც.

პაატა იმნაძე ჩამოთვლის იმ ქვეყნებს, სადაც „კორონავაკი“ გამოიყენება. ესენია: ბრაზილია, ეგვიპტე, ინდონეზია, მექსიკა, ტაილანდი. ჰონგკონგი, თურქეთი, აზერბაიჯანი.

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, იმნაძის განცხადებით, „სინოვაკის“ ვაქცინა  18 წლის ზემოთ ნებისმიერი ასაკის პირისთვის გამოიყენება და განსაკუთრებით მაღალი შედეგი აქვს ხანდახზმული ასაკის ადამიანებში.

იმნაძე განმარტავს, რომ ვაქცინის ფართომასშტაბიანი, მესამე კვლევა ათიათასობით ადამიანზე ჩატარებულია ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდონეზიაში, თურქეთში, ჩილეში და სხვაგან.

კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდ-19-ს შედეგად ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 85%-დან 100 %-მდეა. შესაბამისად, აცრის გაკეთების შემდეგ რეანიმაციის საჭიროება ან ლეტალური გამოსავალი არ ფიქსირდება.  „ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე  იყოს დაცული  და ამ მხრივ ეს ვაქცინა არაფრით არ ჩამოუვარდება ბაზარზე არსებულ სხვა ვაქცინებს,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

მან ისაუბრა „სინოვაკის“ ვაქცინის გვერდით ეფექტებზე და აღნიშნა, რომ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინები გამოირჩევა იმით, რომ მათი გვერდითი მოვლენები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინების შემთხვევაშია. ესაა ნანემსარის და  თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი. თუმცა ამ გამოვლინებების ალბათობა 10%-მდეა და ამასთან, ეს სიმპტომები მსუბუქია ისევე როგორც უკიდურესად იშვიათია ალერგიული რეაქციები.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …