2 ნოემბრის შემდეგ, საქართველოში ერთ დღე-ღამეში კოვიდ 19-ით გარდაცვალების ყველაზე ნაკლები შემთზვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ინფექციას 47 პაციენტი ემსხვერპლა. დაინფიცირდა 1 954 ადამიანი. თუმცა ასეთი დაბალი მაჩვენებელი შაბათ-კვიეას დაბალ მიმართვიანობას უკავშირდება. დადებითობის მაჩვენებელი კი ისევ მაღალია და შეადგენს: დღიური – 9,02%, ბოლო 14 დღის – 9%, ბოლო 7 დღის – 9,04%.
ერთ დღეში აიცრა 2 479 ადამიანი.
კოვიდ-კლინიკებში 6 533 ადამიანი მკურნალობს, კლინიკურ სასტუმროებში კი 1 150 ინფიცირებული იმყოფება.