მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებთან
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებთან

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა.

დავით სერგეენკოს განმარტებით, სახელმწიფო მარტოხელა პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე მინისტრმა ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს ის ძირითადი მოთხოვნები გააცნო, რაც მედიკამენტის შესყიდვისას იქნება გათვალისწინებული. მთავარი აქცენტი, კი ხარისხზე კეთდება.

„სახელმწიფო აწესებს ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალ სტანდარტს – რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის სერტიფიკატი“.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები – ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ახალი პროგრამა ზაფხულში ამოქმედდება და მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას 30-მდე დასახელების მედიკამეტით უზრუნველყოფს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …