მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » შაბათს საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად  “სინოფარმის” 100 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს

შაბათს საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად  “სინოფარმის” 100 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს

შაბათს საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად  “სინოფარმის” ვაქცინის 100 ათას დოზას მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,  ცალსახად გამოიკვეთა, რომ ლეტალობის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი  70 წლის ზემოთ მოქალაქეებში გვაქვს, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის ყველაზე ხშირი შემთხვევები კი  60 წელს გადაცილებულებზე მოდის. ამასთან, მისი თქმით, გამოიკვეთა რომ 60 წელს ზევით ვაქცინაციისთან აქტიურობა დაბალია და საბჭომ უნდა იმსჯელოს წამახალისებელ ღონისძიებებზე.

ამასთან, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის სავალდებულო ხასიათის მიცემა არ იგეგმება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებითვე, 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში მეტად გასააქტიურებლად სხვადასხვა აქტივობა გატარდება. მისი თქმით, მათ შორის, იმსჯელებენ ფინანსურ წამახალისებელ ღონისძიებებზეც.

“ვინაიდან ამ საბჭოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან, ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება, ასევე, გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. თუმცა, არა მხოლოდ ეს. რაიონულ და რეგიონულ დონეზე ჩვენ ვკომუნიცირებთ, რათა გამოიკვეთს სხვადასხვა რეგიონში რომელი ღონისძიება შეიძლება იყოს მეტად უფრო ეფექტური იმ კუთხის საჭიროებებიდან გამომდინარე”, — განაცხადა მან.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ოჯახის ექიმების ჩართულობა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, მათ დაევალებათ, რომ თავიანთ უბნებზე მოქალაქეებისთვის შესაბამისი საინფორმაციო და სამუშაო ღონისძიებები ჩაატარონ.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც ჩვენ დაშვებას ვაკეთებთ, რომ სწორედ 60 წლის ზევით მოქალაქეებისთვის რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია, გადაადგილება, ზოგადად, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ., პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმების, რომლებსაც დაევალებათ თავიანთ უბნებზე და მათ კონკრეტულად იციან, უბანზე რამდენი მოქალაქე ჰყავთ 60 წელს გადაცილებული და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც არიან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო, საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარონ”, — განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …