მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდავის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის შეტანა აუცილებელია
მნიშვნელოვანია მედიკამენტის კომპონენტის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა,რაც პაციენტს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს მისთვის საჭირო მედიკამენტი.

საყოველთაო ჯანდავის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის შეტანა აუცილებელია

ყველაზე ხშირად მოხმარებადი ჯგუფის  მედიკამენტებზე ფასების კლების პარალელურად იზრდება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ  აუცილებელი პრეპარატების ღირებულება.

შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე ყველაზე მეტად აისახება იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთაც  საჭირო მედიკამენტის გაზრდილი ფასით შეძენა უწვეთ.

აღნიშნული პრობლემის დარეგულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად ჯანდაცვის პლატფორმის დირექტორი ნინო ფოფხაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის შეტანას განიხილავს. მისივე თქმით, სულ უფრო მეტად იზრდება მოქალაქის ჯიბიდან მედიკამენტების შესაძენად გადახდილი თანხის მოცულობა:

„რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ შედის მედიკამენტის კომპონენტი, იზრდება მოქალაქეების ჯიბიდან მედიკამენტებზე  გადახდილი თანხა, რაც ისედაც დაბალშემოსავლიან ოჯახებს დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება. მით უფრო მაშინ, როდესაც კანონი  მედიკამენტების ფასზე რეგულაციების  დაწესებას არ ითვალისწინებს. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ხშირად თავად ქართული ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული მედიკამენტები საქართველოში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

მაგალითად, „ავერსი რაციონალის“ მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალებები სომხეთის ფარმაცევტულ ბაზარზე გაცილებით იაფი ღირს. კერძოდ, „ავერსი რაციონალში“ წარმოებული  „მელონის“ სიროფი,   სომხეთში 3 ლარი და 10 თეთრით უფრო იაფი ღირდა, ვიდრე საქართველოში.

სწორედ ამიტომ, საჭირო და მნიშვნელოვანია მედიკამენტის კომპონენტის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა, რაც პაციენტს მისცემს  შესაძლებლობას მიიღოს მისთვის საჭირო მედიკამენტი, ამით  შემსუბუქდება პაციენტის ფინანსური მდგომარეობა, შემცირდება რისკი დაავადების შემდეგ ეტაპზე გართულებისა, გამოირიცხება ალბათობა, რომ მედიკამენტის სიძვირის გამო მომხმარებელი მას ვერ შეიძენს და ვერ ჩაიტარებს მკურნალობის სრულ კურსს“.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …